სათხილამურო ბრენდი "ფანატიკი" დაფუძნდა 2010 წელს, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში.
ბრენდი მდებარეობს გუდაურში, გონდოლის პირველ ზოლზე - კურორტის საუკეთესო და ყველაზე კომფორტულ ლოკაციაზე. "ფანატიკი" ბაზარზე უკონკურენტოა მაღალი ხარისხის მომსახურებითა და პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდების შეთავაზებით, რომლებიც ყოველ სეზონზე ახლდება.
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ბრენდის ინვენტარის ქირას და სრულ მომსახურებას, მათ შორის:
ჩვენი საბავშვო სივრცე გთავაზობთ უსაფრთხო და გასართობ აქტივობებს, მათ შორის:
გარდა ამისა, "ფანატიკის" სრიალის შემსწავლელი სკოლა აერთიანებს პროფესიონალ და სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო, ეფექტურ და სასიამოვნო სწავლების პროცესს როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილ მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის.
ჩვენთან ასევე შესაძლებელია ოთხივე სეზონზე ბაგისა და კვადრო ტურების დაჯავშნა, რაც იდეალურია აქტიური დასვენებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის.
"ფანატიკი" - ეს არის ხარისხი, გამოცდილება და ნამდვილი სამთო-სათხილამურო კულტურა გუდაურში.